среда, 14 января 2009 г.

მე ასმათი ვარ ფაილოვანიანი.
ეს სახელი ჩემს მამიდას ჰქვია და მამიკომ მეც დამარქვა.
ასმათი არაბული სიტყვაა და ,,უმანკო, პატიოსანს " ნიშნავს. იგი არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად.


საკუთარ სახელად პირველად შოთა რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსანში " გვხვდება და მისი მეშვეობით შემდეგ ფართოდ გავრცელდა.





მე მინდა, რომ ამ პერსონაჟივით ერთგული ვიყო და მასავით დავეხმარო მეგობრებსა და ახლობლებს.













მე ვარ გვანცა ყურაშვილი, წარმოშობით გორიდან. ჩემს ოჯახში ამ სახელს არავინ ატარებს, პირველი გვანცა მე ვარ. უბრალოდ დედიკოს და მამიკოს მოსწონდათ ეს სახელი და დამარქვეს.
გვანცა ქართული სახელია. სვანურად გვანც - ,,ჭინჭრაქა" ,გადატანით ნიშნავს ,, ცელქს ", ,,მოუსვენარს ".

გვანცა დედოფალი , კახაბერ კახაბერისძის ასული, დავით ულუს მეუღლე და დემეტრე II თავდადებულის დედა იყო. იგი 1262 წელს მონღოლთა ყაენმა ტყვეობაში ყოფნის დროს სიკვდილით დასაჯა.

ჩემი საყვარელი მოდელია გვანცა დარასელია.





გვანცამ სამოდელო კარიერა ცამეტი წლის ასაკში სააგენტო ,, ნატალიდან " დაიწყო, შემდეგ ,, იმიჯ ვენტრის " მოდელი გახდა. იგი იყო ,, მის საქართველო 2007 " -ის ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი, ,,მის ინტელექტი " და ,, მის ტელეგენურობა ".
ამჟამად ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ,, რუსთავი 2 " -ის გადაცემის , ,,დილა მშვიდობისა, საქართველოს " ჟურნალისტია.